2014 წლის 14 მაისს, შუაფხოს საჯარო სკოლის VIII კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიასა და მათემატიკაში.
გაკვეთილი ჩაატარეს ისტორიის პედაგოგმა დავით ჩივაძემ და მათემატიკის პედაგოგმა ვალიდა
ბაგაურმა. გაკვეთილის სახელწოდება იყო „ღვთაებრივი პროპორციები“. თემა შეეხებოდა ოქროს
კვეთას, რომელსაც, როგორც ცნობილია, აღორძინების პერიოდის დიდი ხელოვანი ლეონარდო და
ვინჩი ( და არა მარტო ის) თავის შემოქმედებაში
იყენებდა. გაკვეთილის გეგმა მომზადდა თანამედროვე
პედაგოგიური მეთოდიკის შესაბამისად .
გაკვეთილზე გამოყენებული
იყო მრავალფეროვანი რესურსები- ვიდეომასალა, PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაციები. გაკვეთილი
დაიწყო გონებრივი იერიშით, შემდეგ მოსწავლეებმა იხილეს ვიდეო, რომელიც ასახავდა ლეონარდო
და ვინჩის „მონა ლიზა ჯოკონდას“ და წარმოჩენილი
იყო პროპორციები, რომელთაც ეს შედევრი ეყრდნობა. მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს ტექსტურ
მასალაზე, რომელშიც საუბარი იყო, თუ როგორ იყენებდა ლეონარდო და ვინჩი ოქროს კვეთას
თავის შემოქმედებაში და თანამშრომლობდა ლუკა პაჩოლისთან წიგნზე „ღვთაებრივი პროპორციები“
მუშაობის დროს. მათემატიკის პედაგოგმა ბავშვებს აჩვენა ვიდეო, რომელშიც განმარტებული
იყო ოქროს კვეთის არსი, განახორციელეს პრაქტიკული სამუშაო-სხვადასხვა საგანში აღმოაჩინეს
ოქროს კვეთა. გაკვეთილი ბოლოს მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების რუბრიკები, დამსწრე
პედაგოგებმა გაკვეთილი შეაფასეს სპეციალური შეფასების სქემებით. გაკვეთილის დასრულების
შემდეგ, ორგანიზატორმა პედაგოგებმა შეავსეს თვითშეფასების სქემები.
დამსწრე პედაგოგების
შეფასებით:
- გაკვეთილი მიზანზე იყო ორიენტირებული,
- მრავალფეროვანი რესურსები ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას.
- თემა საინტერესო იყო და ინტეგრირებაც ნათლად იყო წარმოდგენილი.
მათი რჩევით,
უმჯობესი იქნებოდა, თუკი:
- ამ საკითხს დაეთმობოდა ორი საგაკვეთილო საათი,
- თემის სირთულიდან გამომდინარე, კარგი იქნებოდა თუკი ბავშვებს წინასწარ ექნებოდათ მეტი ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ.
მთლიანობაში გაკვეთილმა მოწონება დაიმსახურა, პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, ისაუბრეს
თანამედროვე პეაგოგიურ მიდგომებზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий